ინფორმაცია კომპანიის შესახებ

2008 წლის თებერვალიდან სააქციო საზოგადოება “ყაზტრანსოილ”-ი, რომელიც წარმოადგენს ყაზახეთის ნაციონალური კომპანიის სს “ყაზმუნაიგაზ”-ის შვილობილ კომპანიას, გახდა ბათუმის ნავთობტერმინალის მფლობელი და მიიღო ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მართვის ექსკლუზიური უფლება.

ბათუმის ნავთობტერმინალი განლაგებულია შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს ქალაქ ბათუმში. ტერმინალი თავის კლიენტებს სთავაზობს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადატვირთვის მომსახურებას ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან.

ტერმინალის საერთო ტერიტორია მოიცავს დაახლოებით 90 ჰექტარს, რომელზეც განლაგებულია ხუთი სარეზერვუარო პარკი და ნავთომჩამოსასხმელი კომპლექსი. ძირითადი ტერიტორია ტერმინალის ტექნოლოგიურ ცენტრია, სადაც განლაგებულია ძირითადი სარკინიგზო ესტაკადები, ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, ასევე საქვაბე, რომელიც გამოიყენება ორთქლის წარმოქმნისა და მუქი ნავთობპროდუქტების გათბობისათვის.

ნავთობეტრმინალის ძირითადი უპირატესობაა სხვადასხვა სახეობის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შენახვისა და გადატვირთვის მოქნილობა. ტერმინალს შეუძლია გადატვირთოს 22 სახეობამდე ნავთობი და ნავთობპროდუქტი. ბათუმის ნავთობტერმინალს ნავთობი მიეწოდება ვაგონ-ცისტერნებში საქართველოს რკინიგზის მეშვეობით, რომლის დაცლა ხორციელდება თანამედროვე სარკინიგზო ესტაკადებზე.

ბათუმის ნავთობტერმინალზე მოქმედებს 7 ნავთობჩამოსასხმელი სარკინიგზო ესტაკადა, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია ერთდროულად 194 ვაგონ-ცისტერნის ან დღე-ღამეში 770-ზე მეტი ვაგონ-ცისტერნის დაცლა. ყველა ესტაკადა მილსადენების სისტემის მეშვეობით დაკავშირებულია სხვადასხვა სარეზერვუარო პარკთან, რაც უზრუნველყოფს ტერმინალის საექსპლუატაციო მოქნილობას. ერთ-ერთი ესტაკადა აღჭურვილია გათბობის მრავალსაფეხურიანი სისტემით მძიმე და ბლანტი ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისათვის. ტერმინალის ყოველი სარკინიგზო ესტაკადა აღჭურვილია ელექტრონული რეგისტრაციის სისტემით, რომელიც აფიქსირებს პროდუქტის დაცლის მონაცემებს.

დაცლის შემდეგ ნავთობი და ნავთობპროდუქტები გროვდება და ინახება სარეზერვუარო პარკებში განცალკევებული საცავებით. ამჟამად ნავთობტერმინალი ფლობს ხუთ სარეზერვუარო პარკს, რომლებიც აერთიანებენ 135 რეზერვუარს საერთო მოცულობით 551 000 მ3. ნედლი ნავთობის შენახვა ხორციელდება სარეზერვუარო პარკებში -“კაპრეშუმი”, “ხოლოდნაია სლობოდა” და “ძირითადი ტერიტორია”. პარკი “კაპრეშუმი” შედგება 17 რეზერვუარისგან საერთო მოცულობით - 172 000 მ3. პარკში “ხოლოდნაია სლობოდა” შედის 11 რეზერვუარი საერთო მოცულობით 82 500 მ3. ძირითად ტერიტორიაზე განლაგებულია 19 რეზერვუარი საერთო მოცულობით - 102 500 მ3

ორი სარეზერვუარო პარკი, რომელიც განლაგებულია ძირითად ტერიტორიაზე, განკუთვნილია მაზუთის, დიზელის საწვავის და საავიაციო საწვავის შენახვისათვის. პარკის საერთო მოცულობა შეადგენს 189 400 მ3.

ბათუმის ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ასევე განლაგებულია საქართველოში ერთადერთი ტერმინალი, რომელიც განკუთვნილია აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან თხევადი აირის შენახვის, გადატვირთვისა და ექსპორტისათვის. სარეზერვუარო პარკის მოცულობა შეადგენს 5 000 მ3, ტერმინალის სარკინიგზო ესტაკადა უზრუნველყოფს ერთდროულად 14 ვაგონ-ცისტერნის დაცლას.

ასევე აქ განლაგებულია საიმპორტო გადატვირთვის კომპლექსი შპს “ნავთობბაზა”, რომელიც უზრუნველყოფს ნათელი ნავთობპროდუქტების იმპორტირების მომსახურებას საქართველოსა და სომხეთის ბაზრებისათვის. ნავთობბაზა მოიცავს 17 რეზერვუარს საერთო მოცულობით 23 400 მ3, დატვირთვა-გადმოტვირთვის სარკინიგზო ესტაკადას 10 ვაგონ-ცისტერნაზე და ასევე 5 ჩამოსასხმელ დანადგარს ავტო-ცისტერნებისათვის.

ნავთობის ტანკერები იტვირთება სამ, პორტისგან იჯარით აღებულ და ერთ უნაპირო ნავმისადგომზე. უნაპირო ნავმისადგომი ნავთობტერმინალის უმსხვილესი დასატვირთი მოწყობილობაა, რომელსაც შეუძლია 140 000 ტონამდე დედვეიტის მქონე გემების დატვირთვა.

მოცემული ჟურნალის გამოცემის თარიღისათვის, ტერმინალი ამუშავებს შემდეგი ტიპის ტვირთს:

ნედლი ნავთობი

მაზუთი

დიზელის საწვავი

ნავთი

საავიაციო საწვავი

ბენზინი 

თხევადი აირი

უმკოლი

ურალსი

ჩელეკენი

ოკარემი

კეიმირი

აზერი ლაითი

თენგიზი

 

M 40

M 100

 

L-62 

სხვა სახეობები

 

KO-20

ტექნიკური ნავთი 

 

TS-1

A-1

 

A-80

A-92

A-95

 

პროპანი

ბუტანი

ბუტილენ-ბუტადიენური ფრაქცია