ბათუმის ნავთობტერმინალში ფუნქციონირებსშრომის დაცვისა და საწარმოო უსაფრთხოების დეპარტამენტი , რომელიც უზრუნველყოფს იმ ღონისძიებათა ეფექტურ შესრულებას, რომლებიც დაკავშირებულია  შრომის , საწარმოო და სახანძრო უსაფრთხოებასთან.

შრომის დაცვისა და საწარმოო უსაფრთხოების დეპარტამენტი  უზრუნველყოფს ხარისხის მენეჯმენტის სისტემის, შრომის დაცვისა და საწარმოო  უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების - ISO 9001:2008,  OSHAS 18001:2007- მოთხოვნათა შესრულებას.

ტერმინალის ტერიტორიაზე მოქმედებს  შრომის დაცვისა და საწარმოო უსაფრთხოების დეპარტამენტის   სამსახურები, რომლებიც თავის საქმიანობას აწარმოებენ შრომის დაცვისა და საწარმოო უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის СМОТ H1-10-10-004-ის მოთხოვნათა შესაბამისად:

 შრომის დაცვის სამსახური - შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესები, ინსტრუქციებისა და რეგლამენტები მოთხოვნათა დაცვა ყველა სახის სამუშაოსათვის, ძირითადი და დამხმარე პროცესისთვის.

საწარმოო უსაფრთხოების სამსახური - მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (რეგისტირებადი და არარეგისტრირებადი) ექსპლუატაციის წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა ზედამხედველობისა და კონტროლის გზით;

საწარმოო და სახანძრო უსაფრთხოების, შრომის დაცვისა  და ტექნიკური უსაფრთხოების მუდმივად მოქმედი კომისია.

საწარმოო რისკების ანალიზსა და შეფასებაზე დამყარებული ინსპექტირების სისტემის მართვა - „ბათუმის ნავთობტერმინალის ქვადანაყოფების რისკებისა და საშიშროებათა რეესტრი“ H2-10-20-002 ;

მომსახურე პერსონალის სწავლების, გადამზადების, ატესტირებისა და კვალიფიკაციის ამაღლების  უზრუნველყოფის კონტროლი.

თავის ყოველდღიურ საქმიანობაში საწარმოო უსაფრთხოებისა და  შრომის დაცვის სამსახურები ხელმძღვანელობენ:

საქართველოს კანონი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესი - დადგენილება №317   

ტექნიკური რეგლამენტი მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზღვრული ტექნიკური პარამეტრების დადგენის შესახებ - დადგენილება №488

ნავთობის ბაზების უსაფრთხოების წესები - ბრძანება N 1-1/2287

გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები - ბრძანება N 1–1/525

ნავთობბაზების ტექნიკური ექსპლუატაციის წესები

ორთქლისა და წყალგამაცხელებელი ქვაბების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესები

წნევაზე მომუშავე ჭურჭლების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესებ

ამწე მექანიზმების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესები

,,საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ - დადგენილება № 409        

ბათუმის ნავთობტერმინალის სახანძრო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს  შრომის დაცვისა და საწარმო უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთერთ დანაყოფს.

სახანძრო უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფს საწარმოში ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების მოთხოვნათა შესრულებას საქართველოსა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. თავის ყოველდღიურ საქმიანობაში ხელმძღვანელობს:

საქართველოს კანონითსამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“29.05.2014 წლის 2467-II;

საქართველოს მთავრობის 28.07.2015 წლის 370 დადგენილებითსახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 10.02.2011 წლის 1-1/251 ბრძანებისტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმები, წესები და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტები“;

ISO 9001:2008., OSHAS 18001:2007., ISGOTT 5-2007;

საწარმოს მენეჯმენტის შიგა ინტეგრირებული სისტემის СМОТ Н1-10-10-004;

ზემოდაღნიშნული და სხვა ნორმატივების საფუძველზე შემუშავებული და მოქმედი შიგა საწარმო სტანდარტი Н2-10-10-008 „საწარმოში ხანზარსაწინააღმდეგო რეჟიმის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო“.

ნავთობტერმინალის მთლიან ტერიტორიაზე სახანძრო უსაფრთხოების საკითხებს კურირებას უწევს სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და წამყვანი სპეციალისტი, რომელთა თანამდებობრივ მოვალეობებში შედის:

ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიღების, შენახვისა და გადატვირთვის ძირითად და დამხმარე ტექნოლოგიურ პროცესებზე, ასევე სამშენებლო და სარემონტო ღონიძიებებზე სისტემატური კონტროლის გაწევა და მუდმივი ზედამხედველობა;

კონტროლის გაწევა საწარმოში ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის უზრუნველყოფაზე;

მონაწილეობის მიღება საწარმო რისკების შეფასების საქმიანობაში;

სისტემატური კონტროლი საწარმოში არსებული სტაციონარული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების და ქრობის სხვა საშუალებების ტექნიკურ მდგომარეობაზე;

ნავთობტერმინალთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე აუტსორსინგული კომპანიის შპსსახანძრო უსაფრთხოება, მომსახურება“- ტერმინალის ტერიტორიაზე მოღვაწეობის  კონტროლი და მუშაობის დაგეგმვა;

მონაწილეობის მიღება ახალმშენებარე და სარეკონსტრუქციო პროექტების განხილვაში;

ცეცხლსაშიში და სხვა საზედამხედველო სამუშაოების ჩატარებაზე მუდმივი კონტროლის გაწევა;

მონაწილეობის მიღება ხანძრებთან/წაკიდებებთან დაკავშირებულ ინციდენტების მიზეზებისა და პირობების გამოკვლევაში;

შრომის, საწარმო და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების, ეკოლოგიისა და ჯანდაცვის მუდმივმოქმედი კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება;

ტერმინალის მუშა-მოსამსახურე და ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალთან ტრენინგებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სასწავლო კურსების  ჩატარება;

დამტკიცებული პროგრამის თანახმად აუტსორსინგული კომპანიის შპსსახანძრო უსაფრთხოება, მომსახურება“- პირად შემადგენლობასთან საწარმოს ტერიტორიაზე გეგმიური სახანძრო-ტაქტიკური მეცადინეობის ჩატარება (მათ შორის ღამის საათებში), ასევე საერთო  საგარნიზონო  სახანძრო-ტაქტიკური მეცადინეობების მომზადება და ჩატარება ქალაქის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქვედანაყოფების და საწარმოს მუშა და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ჩართულობით;

საინფორმაციო წერილების და მოხსენებითი ბარათების მომზადება საწარმოს ადმინისტრაციაში წარსადგენად და სხვა.

ბათუმის ნავთობტერმინალის ხანძრებისგან დაცვას და პროფილაქტიკურ-გამაფრთხილებელ მუშაობას ურთიერთ ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს აუტსორსინგული კომპანია შპსსახანძრო უსაფრთხოება, მომსახურება“.

სამსახურის ტარება მიმდინარეობს ოთხ ცვლაში 24 საათიან რეჟიმში. ყოველდღიურად საბრძოლო გაანგარიშებაში იმყოფება ორი სახანძრო ავტოცისტერნა და ერთი ქაფამწე. რეზერვში იმყოფება კიდევ ორი ავტოცისტერნა.