2016 წლის 3 აგვისტოს დასრულდა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ეკოლოგიური მონიტორინგის საგამოცდო ლაბორატორიის ზედამხედველობითი აუდიტი, რომელიც ჩატარდა საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის (თბილისი) წამყვანი შემფასებლების მიერ.

აუდიტის მსვლელობისას, აუდიტორები იმყოფებოდნენ სინჯების აღების ადგილებზე, თვალყურს ადევნებდნენ ლაბორატორიული ანალიზების ჩატარებას, შეამოწმეს სინჯების აღებისა და ცდების ჩატარების შესაბამისი ოქმების გაფორმების პროცესი.

აუდიტის შედეგებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ეკოლოგიური მონიტორინგის საგამოცდო ლაბორატორიის კომპეტენტურობა სრულად შეესაბამება ISO 17025 სტანდარტის მოთხოვნებს.

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ეკოლოგიური მონიტორინგის საგამოცდო ლაბორატორია 2014 წლიდან  ISO 17025 სტანდარტით აკრედიტებულია შემდეგი უფლებებით:

ატმოსფერული ჰაერის სინჯების აღება და აღებულ სინჯებზე ცდების ჩატარება;

ზღვის, მდინარის, გრუნტის და ჩამდინარე წყლების სინჯების აღება  და აღებულ სინჯებზე ცდების ჩატარება;

სამუშაო ზონაში ჰაერში მავნე ნივთიერებების შემადგენლობის გაზომვების ჩატარება;

ნაგებობების მიკროკლიმატის პარამეტრების გაზომვების ჩატარება;

სამუშაო ადგილებზე ხმაურის გაზომვების ჩატარება;

სინჯების აღებისა და ცდების ჩატარების  ოქმების გაცემა.