შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“  საკადრო პოლიტიკა

საერთო პრინციპები

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ (შემდგომში -„საზოგადოება“) საკადრო პოლიტიკა მიმართულია პერსონალის მართვის ეფექტური მექანიზმის შექმნისაკენ სოციალური თანამშრომლობის საფუძველზე. ამასთან დაკავშირებით, კომპანიის წინაშე მდგარ ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს თანამშრომლების პროფესიონალიზმისა და საწარმოს ტრადიციების განვითარება.

დასაქმებულები განიხილებიან,  „საზოგადოების“ ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ რესურსად, რომლებიც უზრუნველყოფენ მის კონკურენტუნარიანობას და საკადრო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განვითარების დარგში:

პერსონალის შერჩევა, შეფასება და გამოყენება;

პერსონალის სწავლება და განვითარება;

პერსონალის მოტივირება და დაჯილდოება;

სოციალური პოლიტიკა.

პერსონალის შერჩევა, შეფასება და გამოყენება

„საზოგადოება“ თავის დასაქმებულებში აფასებს პროფესიონალიზმსა და განათლების დონეს,  შედეგების მიღწევის ორიენტაციას, ინიციატიურობას, სწავლისა და მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარს, კორპორატიული ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვას.

კვალიფიციური პერსონალის მოზიდვის მიზნით „საზოგადოება“ ახორციელებს კანდიდატურების შერჩევას კონკურსის საფუძველზე, ხელს უწყობს ახალი დასაქმებულების სწრაფ და უმტკივნეულო ადაპტაციას. „საზოგადოებაში“ შექმნილია საკადრო რეზერვი საწარმოს ყველაზე პერსპექტიული მუშაკების რიცხვიდან.

პერსონალის სწავლება და განვითარება

საკადრო პოლიტიკა მიმართულია ფუძემდებელი პრინციპის უზრუნველყოფისაკენ: დასაქმებულების პროფესიონალიზმი, მათ მიერ სტაბილურად მაღალი მუშაობის შედეგების მიღწევა, მიზანმიმართულობა განვითარებისა და  ინოვაციების დანერგვისაკენ, კორპორატიული ფასეულობების დაცვა.

დასაქმებულების განვითარების კომპლექსური სისტემა უზრუნველყოფს პერსონალის მომზადების აუცილებელ დონეს, ინდივიდუალური რეზულტატიურობის მაღალ მაჩვენებლებს და ხელს უწყობს „საზოგადოების“ წინაშე მდგარი მიმდინარე ამოცანების გადაწყვეტას.

სისტემა ითვალისწინებს საწარმოო და მმართველობითი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას ყველა დონეზე.

„საზოგადოების“ ხელმძღვანელობა მისდევს საწარმოო-ტექნიკური ბლოკის დასაქმებულების სწავლების, პროგრამების შემუშავების მოცულობის გაზრდის პოლიტიკას „საზოგადოების“ ქვედანაყოფების ძალებით. ამ მიზნისათვის იგეგმება „საზოგადოების“ სასწავლო ცენტრის აღჭურვა   თანამედროვე სახელმძღვანელოებით და მულტიმედიური სასწავლო პროგრამებით. ცოდნის შესაფასებლად საწარმოო-ტექნიკური კურსის მიხედვით შეიქმნა მუდმივმოქმედი საატესტაციო კომისია საინჟინრო-ტექნიკური დასაქმებულების და ხელმძღვანელობის რიცხვიდან.

„საზოგადოებაში“ აქტიურად გამოიყენება თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიები, მათ შორის დისტანციური სწავლება და “on line” სწავლება.

თანამშრომლების მოტივირება

„საზოგადოების“ დასაქმებულების მოტივირების სისტემა, რომელიც მოიცავს მატერიალურ და არამატერიალურ სტიმულირებას, მიმართულია კვალიფიციური პერსონალის მოზიდვისა და შენარჩუნებისაკენ, შრომის შედეგებში დასაქმებულების დაინტერესებულობის ამაღლებისაკენ.

შრომის ანაზღაურების სისტემა, რომელიც მოქმედებს „საზოგადოებაში“ ითვალისწინებს თანამდებობრივი სარგოების და სატარიფო განაკვეთების დადგენას კვალიფიკაციისა და საქმიანი უნარების გათვალისწინებით, მიმდინარე პრემირება დასაქმებულების საწარმოო საქმიანობის შედეგებისათვის, დამატებითი ანაზღაურება და დანამატები შრომითი პირობებისა და შესრულებული სამუშაოების მოცულობის  გათვალისწინებით, ერთჯერადი პრემირება (ასევე ჯილდოს გადახდა სამუშაოს შედეგების მიხედვით).

„საზოგადოება“ წარმოადგენს საწარმოს შრომის მავნე პირობებით და საწარმოს მუშაობის უწყვეტი ციკლის გათვალისწინებით:

წარმოებს მომატებული ანაზღაურება ღამის საათებში და სადღესასწაულო დღეებში მუშაობისათვის;

წარმოებს დამატებითი ანაზღაურება პროფესიების შეთავსებისათვის და დროებით არმყოფი დასაქმებულების მოვალეობების შესრულებისათვის;

დასაქმებულებისათვის დადგენილია შვებულების მინიმალური ხანგრძლივობა 24 სამუშაო დღის ოდენობით;

გაიცემა დამატებითი შვებულება (10 კალენდარულ დღემდე);

გაიცემა უფასო რძე.

ოფიციალური დოკუმენტები:

ურთიერთობას დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის „საზოგადოებაში“ არეგულირებს რამოდენიმე ფუძემდებელი დოკუმენტი:

საქართველოს შრომის ქოდექსი

2014-2016 წლების კოლექტიური ხელშეკრულება შპს „ბათუმის ნავთობტერმინალსა“ და შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ პროფკავშირებს შორის.;

სოციალური პოლიტიკა

სოციალური პოლიტიკა წარმოადგენს ადამიანთა რესურსების მართვის პოლიტიკის განუყოფელ ნაწილს და მიმართულია „საზოგადოების“ უზრუნველყოფისაკენ კონკურენტული უპირატესობებით შრომით ბაზარზე, დასაქმებულების სოციალური დაცვის ეფექტური სისტემის შექმნისაკენ.

„საზოგადოებაში“ წარმატებით ხორციელდება სოციალური განვითარების პროგრამა, რომლის მიზანია მუშაობის,  დასვენების, დასაქმებულების და მათი ოჯახის წევრებისათვის სამედიცინო მომსახურების, შრომის ვეტერანების სოციალური დაცვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.

სოციალური ვალდებულებების პირობების შესრულება წარმოადგენს ერთსულოვანი კოლექტივის შექმნის, მასში კეთილგანწყობის და კომფორტული ატმოსფეროს შექმნის საფუძველს, შრომის ეფექტურობის ამაღლების და ყოველი დასაქმებულის თავგანწირვის, კადრების დენადობის შემცირების, კვალიფიციური კადრების მოზიდვის საფუძველს.

უმეტესი ყურადღება „საზოგადოებაში“ ეთმობა პერსონალის შრომის,  ყოფის და დასვენების პირობების შექმნას. სამსახურში პერსონალი მიჰყავს კომფორტაბელურ ავტობუსებს. ყველა დასაქმებული უზრუნველყოფილია ხარისხიანი სპეცტანსაცმლით,  დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით, ორგანიზებულია მათი კვება. „საზოგადოების“ ყველა დასაქმებული დაზღვეულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიერ. დასაქმებულებს გარანტირებული აქვთ მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ორგანიზება და ანაზღაურება ამბულატორიულ-პოლიკლინიკური, სტაციონარული, სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის დარგში. ყოველწლიურად ტარდება იმ დასაქმებულების პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმებები, რომლებიც იმყოფებიან მავნე, სახიფათო საწარმოო ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ. პერიოდული სამედიცინო შემოწმებების შედეგების მიხედვით მუშავდება ღონისძიებები დაავადებების გაფრთხილების და შემცირების, შრომის სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების დარგში.

ამას გარდა, შრომითი კოლექტივის სოციალური სტაბილურობის  და დასაქმებულების და მათი ოჯახების წევრების სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად „საზოგადოების“ მიერ გათვალისწინებულია შემდეგი შღავათები:

დასაქმებულების სანატორიულ-საკურორტო მკურნალობის უზრუნველყოფა;

მატერიალური დახმარების აღმოჩენა (დახმარება, კომპენსაცია): დასაქმებულის ან მისი ოჯახის წევრის დაკრძალვის ორგანიზებისათვის; დასაქმებულის და/ან მისი ოჯახის წევრის მკურნალობისათვის, რასაც არ ფარავს დაზღვევა; დასაქმებულების შვილების დაბადებისას და ქორწინებისას; საიუბილეო თარიღებისათვის.

ჩვენი სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს სპორტისა და დასაქმებულების ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა. „საზოგადოების“ მიერ მოწყობილი სპარტაკიადები, ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების პროპაგანდის მხარდაჭერის გარდა ასევე ხელს უწყობს კორპორატიული კულტურის გაძლიერებას და კოლექტივის ერთსულოვნებას.

„საზოგადოების“ აქტიური სოციალური პოზიცია გამოიხატება არა მარტო საკუთარ თანამშრომლებზე ზრუნვაში, არამედ მრავალფეროვანი გარე სოციალური პროგრამების განხორციელებაში. „საზოგადოებისათვის“ კარგ ტრადიციად იქცა ქალაქის ხელმოკლე მოქალაქეებზე ზრუნვა. „საზოგადოების“ საქველმოქმედო სასადილო ყოველდღიურად უზრუნველყოფს 100 ადამიანს ცხელი საკვებით.

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ ჩართულია პენსიონერებისათვის, უდიდესი სამამულო ომის ვეტერანებისათვის, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციების სპონსორული და საქველმოქმედო დახმარების აღმოჩენაში, ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს ღონისძიებებს ობოლი ბავშვებისათვის, ასევე მხარს უჭერს სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს.