ნავმისადგომები

ნავთომჩამოსასხმელი კომპლექსი ბათუმის ნავთობტერმინალის უმთავრესი ობიექტია და შეიცავს 3 ნავმისადგომს და უნაპირო ნავმისადგომს. ნავმისადგომების ტერიტორიაზე ასევე განლაგებულია ეკოლოგიური ლაბორატორია, რომლის ფუნქციას წარმოადგენს გარემოსა და ლიალური და ბალასტის წყლების გამწმენდი ნაგებობების მუდმივი მონიტორინგი.

#1 ნავმისადგომს შეუძლია მიიღოს გემები ნებისმიერი სახეობის ნავთობპროდუქტების დასატვირთად, გარდა თხევადი აირისა. ნავმისადგომის მონაცემებია:.

გემის მაქსიმალური დედვეიტი – 45 000 ტონა

სიგრძე – 200 მეტრი

სიღრმე – 12,0 მეტრი

უსაფრთხო წყალშიგი – 10,8 მეტრი

#2 ნავმისადგომს შეუძლია მიიღოს გემები ნებისმიერი სახეობის ნავთობპროდუქტების დასატვირთად, თხევადი აირის პროდუქტების ჩათვლით. ნავმისადგომის მონაცემებია:

გემის მაქსიმალური დედვეიტი – 16 000 ტონა;

სიგრძე – 140 მეტრი

სიღრმე – 10,2 მეტრი

უსაფრთხო წყალშიგი – 9,5 მეტრი

#3 ნავმისადგომს შეუძლია მიიღოს გემები ნებისმიერი სახის ნავთობპროდუქტების დასატვირთად. ნავმისადგომის მონაცემებია:.

გემის მაქსიმალური დედვეიტი – 25 000 ტონა

სიგრძე – 165 მეტრი

სიღრმე – 10,2 მეტრი

უსაფრთხო წყალშიგი – 9,5 მეტრი

უნაპირო ნავმისადგომს შეუძლია მიიღოს გემები ნედლი ნავთობის დასატვირთად. ის აღჭურვილია ორი წყალქვეშა შლანგით, რომლებიც უზრუნველყოფს ტანკერების საჭირო დატვირთვის სიჩქარეს. უნაპირო ნავმისადგომის მონაცემებია:

გემის მაქსიმალური დედვეიტი – 140 000 ტონა

სიგრძე – 250 მეტრი

სიღრმე – 15,5-20 მეტრი

უსაფრთხო წყალშიგი – 13,5 მეტრი

ყველა ნავმისადგომი აღჭურვილია აირდამჭერი სისტემით, რომელიც ხელს უშლის ნახშირწყალბადის ორთქლის გამოყოფას ტანკერების დატვირთვის დროს.