20.მაი.2020

მასმედიაში ბათუმის ნავთობტერმინალის საქმიანობის შესახებ შეტყობინებებთან დაკავშირებით

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ ახორციელებს ნავთობპროდუქტების გადატვირთვას.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმაცია ბათუმის ნავთობტერმინალის მიერ რაიმე სავაჭრო ოპერაციებისა ან  ირანული წარმოშობის ტვირთების გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს.

გარდა ამისა, როგორც ცალკეულ მასმედიაში იყო აღნიშნული, ბათუმის ნავთობტერმინალს ბატონ ოთარ ფარცხალაძესთან არანაირი ურთიერთობა არ გააჩნია.

დამატებით გაცნობებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის COVID-19-ის პანდემიად გამოცხადების გამო, თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ბათუმის ნავთობტერმინალის თანამშრომლები გადაყვანილია დისტანციურ მუშაობაზე საქართველოში საგანგებო მდგომარების რეჟიმის მოქმედების პერიოდში.

ამავდროულად, ბათუმის ნავთობტერმინალის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ყოველთვის მზადაა მასმედიასთან ღია თანამშრომლობისთვის და მიღებული კითხვების სავალდებულო რეაგირებისთვის.

თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მისაღებად ან შეხვედრების მოსაწყობად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე განთავსებულ კონტაქტებს: http://www.batumioilterminal.com/en/contacts/.