18.აგვ.2020

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ თანამშრომლებში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციული ზომები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის COVID-19-ის პანდემიად გამოცხადებისა და ქვეყანაში არასასიამოვნო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, საქართველოს მთავრობა ეტაპობრივად აწესებდა  სხვადასხვა შეზღუდვას.

          მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოების, ასევე სს „ყაზტრანსოილის“ მოთხოვნებისა და რეკომენდაციების შესაბამისად,  შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს (შემდგომში - საზოგადოება) თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებაში ჩატარებულია სამუშაოს უსაფრთხო რეჟიმზე საწარმოს გადაყვანის რიგი ოპერატიული ღონისძიებები, მათ შორის:

სამუშაოს დისტანციურ ფორმაზე თანამშრომელთა ნაწილის გადაყვანა;

ინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფს განკუთვნილ თანამშრომელთა სამუშაო ადგილზე ყოფნისგან გათავისუფლება;

იდენტური დავალებებით ცვლის მუშაკთა გადაყვანა სამუშაო სადღეღამისო გრაფიკზე სარეზერვო ჯგუფების შექმნის მიზნით, რომლებიც არ გადაიკვეთებიან;

ცვლის თანამშრომლებისთვის კვების ორგანიზება;

დამატებითი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, ხელების დეზინფექციისათვის ანტისეპტიკების, შენობების დამუშავებისათვის სადეზინფექციო საშუალებების შესყიდვა.

თანამშრომლებისა  და ვიზიტორებისათვის აუცილებელი თერმოსკრინინგის ჩატარება;

საზოგადოების ყველა შენობის სანიტარულ-სადეზინფექციო რეჟიმის გაძლიერება, საზოგადოების თანამშრომელთა გადამყვანი ავტოტრანსპორტის სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება;

კომპანიის სატრანსპორტო საშუალებებით პერსონალის სამუშაოზე მიყვანისა და სამუშაოდან წაყვანის ორგანიზება საქალაქო ტრანსპორტის აკრძალვის გამო;

ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაზე სრული გადასვლა, დასწრებული თათბირების გაუქმება, ყველა მასობრივი ღონისძიების ჩატარების აკრძალვა;

თანამშრომელთა ყველა სახის მივლინების გაუქმება (ავარიული რეაგირების შემთხვევების გარდა);

სასწავლო ღონისძიებაზე თანამშრომელთა გაგზავნის შეჩერება;

კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილი საგანგებო სიტუაციის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე პერსონალის მოქმედების გეგმების დამტკიცება;

კორონავირუსის ინფექციაზე საეჭვო თანამშრომლების გამოვლენისას პირველადი ექიმამდელი დახმარების გაწევის პუნქტის სამედიცინო ექთნების მოქმედებების დამუშავების სწავლების ჩატარება;

პერსონალის რეგულარული ინფორმირება დაავადების პროფილაქტიკის ყოველდღიური პრევენციული ღონისძიებების შესახებ;

მიერ ჩატარებული სამუშაო დადებითად იქნა შეფასებული COVID-19-ის გავრცელების პირობებში უსაფრთხოების წესების დაცვის საგანზე საწარმოს შემოწმების დროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებისა და  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის დაცვის ინსპექციის მიერ.

საზოგადოების ხელმძღვანელობა გამოხატავს მადლობას თანამშრომლების მიმართ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისათვის და მოუწოდებს მათ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლის თავიდან ასაცილებლად მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანციის ნორმები და მთავრობის ყველა რეკომენდაცია.