18.აგვ.2020

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ აგრძელებს კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) გავრცელების შეკავების ღონისძიებების განხორციელებას.

         შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ (შემდგომში - საზოგადოება) აგრძელებს კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) გავრცელების შეკავების პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას.

         საზოგადოების თანამშრომლები უზრუნველყოფილია საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. ადმინისტრაციული ობიექტებისა და საერთო გამოყენების შენობების სანიტარულ-სადეზინფექციო რეჟიმის ფარგლებში ხორციელდება შენობების რეგულარული სანიტარულ-პროფილაქტიკური დამუშავება.

        2020 წლის მარტიდან ივნისის პერიოდში შესყიდულია 1500 პირბადე-რესპირატორი, 150 ლიტრა ანტისეპტიკი ხელების დეზინფექციისათვის, 400 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება შენობების დამუშავებისა და საზოგადოების თანამშრომელთა მომსახურე ავტობუსისთვის.

       შრომის დაცვის, სამრეწველო უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის განყოფილების მიერ ყოველდღიურად ტარდება საზოგადოების თანამშრომლების თერმოსკრინინგი. გრძელდება თანამშრომლების მიერ პირადი ჰიგიენის სანიტარული ნორმების დაცვის კონტროლი.

       საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მხარდაჭერით, 2020 წლის 19-დან 20 მაისამდე პერიოდში ჩატარებულია საზოგადოების თანამშრომელთა მიზნობრივი ჯგუფის ტესტირება კორონავირუსის ინფექციის COVID-19-ის არსებობის საგანზე. მიზნობრივ ჯგუფში შევიდნენ ის თანამშრომლები, რომლებიც, თავიანთი შრომითი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გემების ჩატვირთვა-გადმოტვირთვისას კონტაქტირებდნენ ეკიპაჟის წევრებთან. 42 ტესტირებული თანამშრომლიდან არცერთს ვირუსი არ დაუდგინდა.

თარიღი: 17.08.2020