20.აგვ.2020

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ თანამშრომლების სოციალური დახმარება

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალმა“ ხელი მოაწერა კომპანიის თანამშრომლებთან კოლექტიურ ხელშეკრულებას.

17 აგვისტოს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ გენერალურმა დირექტორმა მურატ ჯუმადილლაევმა და შპს «ბათუმის ნავთობტერმინალის» დასაქმებულთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ დავით დობორჯგინიძემ, რომელიც წარმოადგენს  კომპანიის ყველა  დასაქმებულის ინტერესს, ხელი მოაწერეს კოლექტიურ ხელშეკრულებას მომავალი სამი წლის ვადით. ხელმოწერის დროს წევრებმა დაადასტურეს კოლექტიური ხელშეკრულების იურიდიული მნიშვნელობა და უფლებრივი ხასიათი, აიღეს  ვალდებულება მის შესრულებაზე მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში.

„კოლექტიური ხელშეკრულება არის კომპანიის სოციალური პოლიტიკის ფუნდამენტი. 2014 წლის აგვისტოში ხელმოწერილმა წინა კოლექტიურმა ხელშეკრულებამ დაასრულა მისი მოქმედება. ხელშეკრულების ახალმა რედაქციამ შეინარჩუნა დასაქმებულების საციალური დახმარება საქართველოს შრომითი კანონმდებლობის შეცვლის მიუხედავად“, - აღნიშნა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ გენერალურმა დირექტორმა მურატ ჯუმადილლაევმა.

კომპანიის დასაქმებულები - ძირითადი სტრატეგიული კაპიტალი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი კონკურენციის პოზიციებს. ამიტომ შრომითი პირობების მუდმივი გაუმჯობესება, დაჯილდოების სისტემისა და მოტივაციის, ასევე დასაქმებულების სწავლების განვითარება და სოციალური დახმარების დონის ამაღლება წარმოადგენს კომპანიის საკადრო პოლიტიკის კვანძოვან პრიორიტეტს.