16.ივლ.2021

EN ISO/IEC 17025:2017 სტანდარტის ახალი ვერსიის დანერგვა

1) EN ISO/IEC 17025:2017 სტანდარტის ახალი ვერსიის „საერთო მოთხოვნები „საგამოცდო და დამკალიბრებელი ლაბორატორიების კომპეტენტურობის მიმართ“ დანერგვასთან დაკავშირებით, ბათუმის ნავთობტერმინალის თანამშრომლებმა, კერძოდ ნავთობისა და აირის საგამოცდო ლაბორატორიის, ეკოლოგიური მონიტორინგის საგამოცდო ლაბორატორიის და მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემის მართვისა და სტანდარტიზაციის განყოფილების თანამშრომლებმა წარმატებით გაიარეს დისტანციური სწავლება შპს „ტექნიკური კანონმდებლობისა და ხარისხის მართვის საერთაშორისო სკოლა“-ში და მიიღეს სერტიფიკატები შემდეგი კვალიფიკაციების მიხედვით:

 

§  ლაბორატორიის სპეციალისტი EN ISO/IEC 17025:2017 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად (10 დასაქმებული)

§  ლაბორატორიის შიდა აუდიტორი EN ISO/IEC 17025:2017 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად (5 დასაქმებული)

§  გამოცდების ხარისხის ოპერატიული კონტროლი. გამოცდების შედეგების მიხედვით გადაწყვეტილებების მიღების განუსაზღვრელობის შეფასება. სიზუსტის მნიშვნელობების პრაქტიკული გამოყენება (ISO 5725 ч.6) (1 დასაქმებული)

§  ქრომატოგრაფიული ანალიზატორების შესაძლებლობები საგამოცდო ლაბორატორიებში: აირის და სითხური ქრომატოგრაფია (5 დასაქმებული)

§  საგამოცდო ლაბორატორიის ხარისხის მენეჯერი EN ISO/IEC 17025:2017 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად (3 დასაქმებული)

2) 2021 წლის 23 ივნისს აუთსორსინგულ კომპანია შპს „სახანძრო უსაფრთხოება, მოსახურება“-სთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოსთან ერთობლივად ბათუმის ნავთობტერმინალში ჩატარდა „მუქი ნავთობპროდუქტების მიღებისა და გადატვირთვის საამქროს“ პერსონალის სახანძრო-ტაქტიკური სწავლება.