ახალი ამბები
28.დეკ.2016
მიმართვა მოსახლეობისადმი საახალწლო დღესასწაულების დროს სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ
საახალწლო და საშობაო დღესასწაულების მოახლოებასთან დაკავშირებით, შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ (ბნტ) ყველა ტერიტორიაზე საწარმოს უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფის, სახანძრო, სამრეწველო და ეკოლოგიური უსაფრთხოების კონტროლის გაძლიერების მიზნით ამოქმედდება მაღალი მზადყოფნის რეჟიმი.ქალაქის ფარგლებში მდებარე მაღალი სახანძრო საშიშროების მქონე საწარმოს გათვალისწინებით, ბნტ-ს ხელმძღვანელობა გახსენებთ ტერმინალის ობიექტებთან ახლოს პიროტექნიკური საშუალებების (პეტარდების, ფეიერვერკების და ა.შ.) გამოყენების კატეგორიული აკრძალვის შესახებ.