- მთავარი
- საკადრო პოლიტიკა
- ვაკანსიები
ვაკანსიები
Cсылка для отправки CV CV@BatumiOilterminal.com
მიმდინარე ვაკანსიები:
შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი" (შემდგომში - ტერმინალი) ეძებს გუნდის ახალ წევრს QHSE განყოფილების ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტის თანამდებობაზე. თანამდებობის დასახელება: QHSE განყოფილების ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტი განათლება: უმაღლესი სამედიცინო განათლება/მედიცინის ან ჯანდაცვის ბაკალავრი სამუშაო გამოცდილება: საექიმო საქმიანობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის / რეანიმატოლოგიის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ენების ცოდნა: ქართული (სრულყოფილი, მშობლიური), რუსული (თავისუფლად). კომპიუტერის ცოდნა: Word, Excel (თავისუფლად) თანამდებობრივი მოვალეობები: 1) ტერმინალის პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტში დასაქმებულებისათვის პირველადი დახმარების გაწევის ღონისძიებების ორგანიზებისა და განხორციელების რეგლამენტის შემუშავება; 2) ტერმინალის პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტის ფუნქციონირებისა და ცვლის ექთნების მუშაობის ორგანიზება; 3) ტერმინალის აღჭურვის ორგანიზება პირველადი დახმარების აფთიაქებით; 4) ტრავმატიზმის საპროფილაქტიკო, ინფექციური დაავადებების წარმოშობისა და გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების შემუშავება და ორგანიზება; 5) უბედური შემთხვევებისა და პროფდაავადებების სტატისტიკური კონტროლის წარმოება და მათ ანალიზში მონაწილეობა; 6) კვების ბლოკებთან დაკავშირებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და მოთხოვნების დაცვის კონტროლი. სასადილოს ყოველდღიური მონიტორინგი დოკუმენტირებით; 7) ტერმინალის მძღოლების ყოველდღიური შემოწმების ორგანიზება და განხორციელება; 8) ნარკოლოგიური კონტროლის ჩატარებაში მონაწილეობა ბრძანების თანახმად; 9) ტერმინალის დასაქმებულების მიერ ყოველწლიური სამედიცინო შემოწმების გავლის ორგანიზება; 10) სტატისტიკის წარმოება სამედიცინო შემოწმების შედეგების მიხედვით; 11) სამედიცინო შემოწმების შედეგების საფუძველზე დასაქმებულისათვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების კონტროლი; 12) პირველადი ექიმამდელი სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხებში ტერმინალის დასაქმებულების სწავლების თემატური გეგმების შემუშავება; 13) პირველადი ექიმამდელი სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხებში შიდა ტრენინგების ჩატარება; 14) საჭირო სტატისტიკური ანგარიშგების მომზადება მისი მიმართულებით. კანდიდატმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: 1) რეზიუმე (CV); 2) უმაღლესი სამემდიცინო განათლების დიპლომის ასლები; სამუშაო პირობები: 1) 5 დღიანი სამუშაო კვირა. მუშაობის გრაფიკი: 09:00-დან 18:00-მდე. შესვენების დრო: 13:00 – 14:00. დასვენების დღეები: შაბათი, კვირა. 2) სამედიცინო დაზღვევა და ყოველწლიური სამედიცინო შემოწმება დამსაქმებლის ხარჯით; 3) კვება დამსაქმებლის ხარჯით ტერმინალის სასადილოში; 4) ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე; 5) სხვა შრომითი პირობები საქართველოს კანონმდებლობის თანახმად. თუ თქვენ თვლით, რომ გაქვთ აუცილებელი უნარები ამ სამუშაოს შესასრულებლად, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე CV@BatumiOilterminal.com, ან ელექტრონულ მისამართზე kepuladzei@batumioilterminal.com. რეზიუმეს წარდეგინის ვადა არაუგვიანეს 10.09.2022 წ.