ბათუმის ნავთობტერმინალს ნავთობი და ნავთობპროდუქტები მიეწოდება საქართველოს რკინიგზის მეშვეობით, ვაგონ-ცისტერნებით, რომლის დაცლა ხორციელდება თანამედროვე ესტაკადებზე და შემდეგ გროვდება და ინახება რეზერვუარებში. ნავთობჩამოსასხმელ ნავმისადგომებს პროდუქტები მიეწოდება რთული მილსადენების სისტემით.

სულ ძირითად ტერიტორიაზე განლაგებულია 5 ესტაკადა, რომლებიც განკუთვნილია ნედლი ნავთობის, ნათელი და მუქი ნავთობპროდუქტების დაცლისათვის. მოდერნიზებულ #2 ესტაკადას გააჩნია ნავთობპროდუქტების გათბობის სისტემა, რომელიც ახორციელებს თბოგადამცემებში გამთბარი ცხელი პროდუქტის ცირკულაციას. ესტაკადის ტუმბოები აღჭურვილია ძრავების ბრუნვის სიხშირის გარდამქმნელებით. მოცემული სისტემა საშუალებას იძლევა შემცირდეს სხვადასხვა ნავთობპროდუქტების დაცლის დრო, მათი პირველადი ხარისხის შენარჩუნების უზრუნველყოფით.

ქვემოთ მოცემულია ტერმინალის ესტაკადების მოკლე ტექნიკური მახასიათებლები პროდუქტების სახეობებზე დაყოფის მითითებით:

ესტაკადა №

ნათელი ნავთობპროდუქტები

ცისტერნები

#1

#2

#3

#7

დიზ.საწვავი, ნავთი

დიზ.საწვავი, ნავთი

ნავთი

თხევადი აირი

30

84

72

28

ჯამი   214

მუქი ნავთობპროდუქტები და ნავთობი

#2

#4

#5

ნედლი ნავთობი, მაზუთი, ვაკუუმის გაზოილი

ნედლი ნავთობი

ნედლი ნავთობი

252

160

150

ჯამი   562