Current vacancies:

შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წამყვანი ინჟინერი

(შრომის უსაფრთხოების წამყვანი სპეციალისტი)

 

შპსბათუმის ნავთობტერმინალიაცხადებს კონკურსს ვაკანტურ თანამდებობაზე: შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წამყვანი ინჟინერი (შრომის უსაფრთხოების წამყვანი სპეციალისტი)

 

ვაკანტური თანამდებობის რაოდენობა:

1

განაცხადების მიღების ბოლო ვადა:

08.09.2023

დასაქმების სავარაუდო თარიღია:

20.09.2023

 

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

ვაკანსია:

შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წამყვანი ინჟინერი

(შრომის უსაფრთხოების წამყვანი სპეციალისტი)

სტრუქტურული ქვედანაყოფი:

QHSE განყოფილება (მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემა, შრომის და ჯანმრთელობის უსაფრთხოება, სახანძო უსაფრთხოება, მომეტებული ტექნიკური საფრთხის ობიექტების უსაფრთხოება, გარემოს დაცვა)

უშუალო ხელმძღვანელი:

QHSE განყოფილების უფროსი

დაქვემდებარებული დასაქმებულები:

შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინერი (შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი) – 1 ადამიანი

მუშაობის გრაფიკი

კვირაში 5 დღე (40 საათი), დასვენების დღეები - შაბათი და კვირა

ვაკანტური თანამდებობის რაოდენობა:

1

მუშაობის პირობები:

    ფიქსირებული ხელფასი;

    მოტივაციის და წახალისების სისტემა (ბინუსები);

    სრული სადაზღვევო პაკეტი (ჯანმრთელობის დაზღვევა და უბედური შემთხვევის დაზღვევა; საოჯახო სადაზღვევო პაკეტის საფასურს იხდის თავად დასაქმებული შეღავათიანი პირობებით);

    1-ჯერადი კვება

საგამოცდო ვადა:

3 თვე

 

 

მოთხოვნები კანდიდატის კვალიფიკაციის მიმართ:

    უმაღლესი საინჟინრო განათლება / ბაკალავრი;

    მუშაობის საერთო სტაჟი: 2 წელი, პროფესიულ სფეროში - 2 წელი;

    სერტიფიკატი კვალიფიკაციით «შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი» საქართველოს შრომის უსაფრთხოების კოდექსის თანახმად

უცხო ენების ცოდნა:

რუსული და ინგლისური ენების ცოდნა - კითხვის და გაგების უნარები

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:

Word, Excel, Power Point თავისუფალი ცოდნა

შპსბათუმის ნავთობტერმინალისდასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით. კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას, როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც. დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში.

 

 

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ

ორგანიზაცია:

შპს «ბათუმის ნავთობტერმინალი»

მისამართი:

საქართველო. ქ. ბათუმი, 6010. მაიაკოვსკის ქ. № 4

ტელ.: +995 422 27-60-06

www.batumioilterminal.com

ელ-ფოსტა:

CV@BatumiOilterminal.com; kepuladzei@batumioilterminal.com

ორგანიზაციის საქმიანობის აღწერა:

ნედლი ნავთობის, ნავთობპროდუქტების და გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების გადატვირთვა

ორგანიზაციის ლიცენზირება და სერტიფიცირება:

    გარემოსდაცვითი ნებართვა ნავთობპროდუქტების გადატვირთვის მიმდინარე საქმიანობაზე;

    ISO 9001:2015, ISO 14001:2014, ISO 45001:2018

 

 

 

QHSE განყოფილების შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წამყვანი ინჟინერი

(შრომის უსაფრთხოების წამყვანი სპეციალისტი) თანამდებობრივი მოვალეობები:

 

1)    ორგანიზაციაში საქართველოს საკანონმდებლო და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების დაგეგმარება და დანერგვა;

2)    ორგანიზაციის ყველა თანამშრომლის მიერ შრომის უსაფრთხოების საკითხებში შიდა დოკუმენტების მოთხოვნების შესრულების კონტროლი;

3)    ორგანიზაციის სამუშაო სივრცეში მყოფი დასაქმებულების, ვიზიტორების და სხვა პირებისთვის შრომის უსაფრთხოების პროპაგანდა; 

4)    შრომის უსაფრთხოების ინსტრუქციების შემუშავევება;

5)    საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და პერიოდულობით, ორგანიზაციის ტექნოლოგიური და საოპერაიო პროცესების რისკების შეფასება;

6)    კონტრაქტორების მიმართ მოთხოვნების დადგენა ორგანიზაციის სამუშაო სივრცეში უსაფრთხო მუშაობის საკითხებზე, კონტრაქტორების მიერ შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი;

7)    შრომის უსაფრთხოების საკითხებზე სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერმინალის ტერიტორიებზე აუდიტის დაგეგმვაშრომის უსაფრთხოების შესახებსაქართველოს კანონისა და ტერმინალის საქმიანობისათვის მოქმედი ტექნიკური რეგლამენტის გათვალისწინებით;

8)    სამუშაო პირობების ანალიზი, შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად ღონისძიებების შეთავაზება;

9)    შემყვანი და პერიოდული ინსტრუქტაჟების პროგეამის დადგენა;

10) ვიზიტორების, ტერმინალის თანამშრომლების და სხვა პირებისთვის ჩასატარებელი ინსტრუქტაჟების სისტემის ორგანიზება და კონტროლი;

11) სამუშაო ადგილების ატესტაციის ორგანიზება სამუშაო პირობების მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით;

12) დასაქმებულების მომარაგება სპეცტანსაცმლით, სპეცფეხსაცმლით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;

13) უბედური შემთხვევების და პროფდაავადებების პრევენციის მიზნით ღონისძიებების შემუშავება;

14) ორგანიზაციის დასაქმებულების სწვლება შრომის უსაფრთხოების საკითხებში.

 

საჭირო მინიმალური ცოდნა:

 

1)    საქართველოს შრომის კოდექსი და შრომის უსაფრთხოების კოდექსი;

2)    საქართველოს საკანონმდებლო ტექნიკური რეგლამენტები და ბრძანებები:

    «სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნები»;

    «ამწე მოწყობილობების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესები»;

    «უსაფრთოების წესები ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას»;

    «საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი ჰიგიენური მოთხოვნები»;

    ტექნიკური რეგლამენტები ნარჩენების მართვის, სახიფათო ნარჩენების შეგროვების და დამუშავების საკითხებში;

    «დამტკიცებული მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშოები»;

    «სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები»;

    «სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მინიმალური მოთხოვნები»;

    «სამუშაო სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისას მინიმალური მოთხოვნები»;

     «ტვირთის ხელის აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები»;

    «სამუშაო სივრცეში რისკის შეფასების წესი»;

    «სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესები და ფორმის მოკვლევის პროცედურების და ანგარიშგების წესი»;

3)    სტანდარტების ISO 9001:2015, ISO 14001:2014, ISO 45001:2018 ზოგადი ცოდნა;

4)    ეთიკისა და საქმიანი ქცევის ძირითადი წესების ცოდნა.  

 

 

საჭირო მინიმალური უნარები:

 

1)    სამუშაო სივრცეში რისკის შეფასების უნარები;

2)    საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნების გააზრების, სამუშაოში მათი გამოყენების უნარი;

3)    შრომის უსაფრთხოების აუდიტის დაგეგმვისა და ჩატარების უნარები;

4)    შიდა დოკუმენტების შემუშავების უნარები;

5)    კომუნიკაციისა და გამართული მეტყველების უნარები;

6)    პრეზენტაციის წარდგენის უნარი;

7)    ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიტიკური/სტატისტიკური ანალიზის ჩატარების უნარები;

8)    პრობლემების გადაჭრის სისტემატური მიდგომის უნარები;

9)    კონფლიქტების მოგვარებისა და ურთიერთობების დამყარების უნარები;

10) კონტროლის უნარები.

 

 

დოკუმენტების მიღება:

 

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ CV დადგენილი ფორმით ელექტრონულ მისამართზე CV@BatumiOilterminal.com  или kepuladzei@batumioilterminal.com . ველში "Subject" აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

 

ჩამოტვირთეთ CVTsamkvaniShrSpec_CV.docx

 

 

 

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად.

 

აკანსია - ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი

შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი" ეძებს გუნდის ახალ წევრს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე. შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი" მდებარეობს ქალაქ ბათუმში (საქართველო) და უზრუნველყოფს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვას.


ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: (1)
 ერთი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 
24.07.2023
დასაქმების სავარაუდო თარიღია: 
01.08.2023

ექვემდებარება: სტრუქტურულად 
კონტროლის, კორპორატიული უსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელს, ფუნქციონალურად  ბათუმის ნავთობ ტერმინალის საინფორმაციო უსაფრთხოების კოლეგიალურ ჯგუფს
დაქვემდებარებაში ჰყავს: N/A

თანამდებობის ზოგადი მიზანია:
 შესაბამისობა საქართველოს კანონთან  - ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც რეგულირებს ინფორმაციული უსაფრთხოების ღონისძიებებს და განსაზღვრავს საჯარო და კერძო სექტორების პასუხისმგებლობებს ამ სფეროში. კანონი ასევე განსაზღვრავს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებს.

კომპანიას ესაჭიროება ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელსაც დაევალება ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება.

შერჩეული კანდიდატი იმუშავებს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ კონტროლის, კორპორატიული უსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის კორპორატიული უსაფრთხოების განყოფილების უფროსის უშუალო ხელმძღვანელობით.

ფუნქცია-მოვალეობები:

- შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მხარდაჭერა ინფორმაციული უსაფრთხოების ზომების ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
საკონტაქტო პირის რანგში საქმიანობა ორგანიზაციასა და სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოს შორის (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის სააგენტო) ან - საჭიროებისამებრ - სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ინფორმაციული უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საჭირო საკითხზე;
ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის ღონისძიებების განხილვა და ანალიზი (აღნიშნული ასევე მოიცავს პოლიტიკას, პროცედურებს, სახელმძღვანელოებს, გეგმებს და ა.შ.) და გაუმჯობესებისთვის საჭირო ქმედებების რეკომენდირებს, განხორციელების ზედამხედველობას და კოორდინაციას
ინფორმაციული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის მომზადება. ამ გეგმის განხორციელების შესახებ წლიური ანგარიშის წარდგენა ბათუმის ნავთობ ტერმინალის საინფორმაციო უსაფრთხოების კოლეგიალური ჯგუფის წინაშე დასამტკიცებლად, და ასევე მარეგულირებელ ორგანოს (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის სააგენტო) წინაშე ან - საჭიროების შემთხვევაში - სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შემდგომი ანგარიშგება/ინფორმირება.
ორგანიზაციის საინფორმაციო აქტივების ინვენტარიზაციის სიის რეგულარული შემოწმება და განახლება. მათი კრიტიკულობის მოწყვლადობის და დამცავი ბარიერების განსაზღვრა; შესაბამისი რისკის შეფასება და რისკის შემცირების შესაბამისი გეგმის შემუშავება ორგანიზაციის უსაფრთხოების რისკის მართვის პროცესის (SRM) მიხედვით.
კომპანიის ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნებთან (ISPR) შესაბამისობის ყოველდღიური მონიტორინგი.
ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის მონიტორინგი და შეგროვება და ამგვარ ინციდენტებზე შემდგომი რეაგირება. რეაგირების/გაუმჯობესების ქმედებების ორგანიზება და კოორდინაცია შესაბამის მხარეებთან. გამოძიება, როდესაც და სადაც მიზანშეწონილია ან მოითხოვება ორგანიზაციის მიერ; ასევე, საგნობრივ სფეროში ექსპერტის (SME) რანგში მოქმედება ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების გამოძიებისას.
ინფორმაციული უსაფრთხოების პრობლემებისა და სხვა ადმინისტრაციულ/ორგანიზაციულ აქტივობების თაობაზე ორგანიზაციის და შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს (ორგანიზაციის სახელით) ინფორმირება.
ორგანიზაციის თანამშრომლებს შორის ინფორმაციული უსაფრთხოების კულტურის ამაღლება შესაბამისი პროგრამებისა და ტრენინგების მეშვეობით .
ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის პროცესის (შიდა და გარე აუდიტი) ხელშეწყობა, ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა. აუდიტის შედეგების აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება.
კონტრაქტორი კომპანიები (მესამე მზარე) სხვადასხვა დეპარტამენტებთან და კონტრაქტორებთან, ასევე სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლებთან თანამშრომლობა ზემოაღნიშნული მოვალეობების, პასუხისმგებლობებისა და მოთხოვნების ეფექტური შესრულების უზრუნველსაყოფად.
საკუთარი საქმიანობის კოორდინაცია კონტრაქტორი კომპანიები (მესამე მზარე) კიბერ-უსაფრთხოების და კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტებთან კიბერ-უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სასურველია 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების ან მსგავს სფეროში;
კანდიდატი აუცილებელია ფლობდეს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO), ბრიტანეთის სტანდარტიზაციის ინსტიტუტის (BSI) ან ინფორმაციული სისტემების აუდიტისა და კონტროლის ასოციაციის (ISACA) მიერ გაცემულ სერთიფიკატს ინფორმაციული უსაფრთხოების და IT ინფრასტრუქტურის ბიბლიოთეკის (ITIL) სფეროში. ექსპერტის სერტიფიკატი უპირატესობად განიხილება. 

საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონისა და შესაბამისი საკანონმდებლო აქტების ცოდნა:

-საქართველოს კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ
-ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დაწესება მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებისთვის (ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის #1 ბრძანება)
-მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებისთვის ინფორმაციული აქტივების მართვის წესების დადგენა (ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის #2 ბრძანება)
-ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის მინიმალური სტანდარტების დაწესება მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებისთვის (ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის #3 ბრძანება)
-მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებისთვის ქსელის სენსორის კონფიგურაციის წესების დადგენა (ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის #4 ბრძანება)
-მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების წესის დადგენა (ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის #5 ბრძანება)
-საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი (ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის #6 ბრძანება)
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის წესის დამტკიცების შესახებ (ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის #7 ბრძანება)
-კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ან/და ორგანიზაციების ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის შესახებ, რომლებსაც უფლება აქვთ ჩაატარონ შეღწევადობის (შეღწევადობა) ტესტი ინფორმაციული სისტემაში, დაადგინონ ავტორიზაციის გავლის წესები და ავტორიზაციის პროცედურები (ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის #8 ბრძანება)
-მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის შეღწევადობის (შეღწევადობის) ტესტის ჩატარების წესისა და პერიოდულობის შესახებ (ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის #9 ბრძანება)
შენიშვნა: ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით. ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტის მინიმალური სტანდარტები დადგენილია ციფრული მართვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით; შესაბამისად, ამ როლის სტანდარტები შეიძლება დაექვემდებაროს პერიოდულ ცვლილებას (დადგენილების მიხედვით). მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისთვის მინიმალური სტანდარტების დადგენის შესახებ | სსიპ "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე" (matsne.gov.ge)

საჭირო უნარ-ჩვევები:

-საფრთხის/რისკის მართვის პროცესის საკითხებში გამოცდილება ან ცოდნა. ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციფიკის ცოდნა/გამოცდილება;
-გამოცდილება/ცოდნა კიბერ-უსაფრთხოების საფრთხეებსა და რისკებში;
-აუდიტისა და გამოძიების გამოცდილება/ცოდნა;
-სასურველია გამოცდილება შემდეგ სფეროებში: ინფორმაციული ტექნოლოგიები, მენეჯმენტი, პროექტი და მართვის სტანდარტები;
-ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზი.
-კარგი ვერბალური და წერითი უნარი;
-კომუნიკაციის კარგი უნარი;
-მულტიდისციპლინურ გარემოში მუშაობის სურვილი/გამოცდილება.
-ქართული ენის (ზეპირსიტყვიერი და წერილობითი) კარგად ცოდნა;
-კომპიუტერული პროგრამების - MS Office ცოდნა;
-პრეზენტაციის კარგი უნარი.

სამუშაო პირობები:

ანაზღაურება: 
შეთანხმებით
ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევ
ის საფასურს მთლიანად ფარავს კომპანია, საოჯახო პაკეტი - საფასურს;
სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00- 18:00-მდე (შესაძლებელია დამკვეთთან შეთანხმებით მოქნილი გრაფიკით მუშაობა);
სამუშაო ადგილი: 
ბათუმიმაიაკოვსკის ქუჩა,  4
ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, გამოსაცდელი სამი თვის ვადით, ამ ვადის წარმატებით გავლის თანამშრომელთან დაიდება გრძელვადიანი ხელშეკრულება, შრომის კოდექსის მოთხოვნების თანახმად.

დასაქმებულის უფლებები:

შპს 
„ბათუმის ნავთობტერმინალის“ დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას, როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც. დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში.

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე 
CV@BatumiOilterminal.com ან kepuladzei@batumioilterminal.com და ველში "Subject" აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად.